გავარჩიოთ, რა ნიშნებით განვასხვავოთ მწვავე ბუასილი და რა მოვიმოქმედოთ.
მიზეზები სიმპტომები მკურნალობა
რითი განსხვავდება მწვავე ბუასილი ქრონიკულისგან1,2
ხშირად, ბუასილის კვანძები განიხილება პათოლოგიად, თუმცა სინამდვილეში ის წარმოადგენს სწორი ნაწლავის ქვეშ და ანუსის გარშემო არსებული ვენების ნაკრებს. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ეს პატარა სისხლძარღვები ითრომბება, ვითარდება ანთება და ზიანდება. ეს გამოწვეულია სისხლძარღვების სისხლით ხანგრძლივი გადავსებით. ბუასილის კვანძების ზომაში ზრდა იწვევს დისკომფორტს, სისხლდენას და შესაძლებელია გამოვარდეს სწორ ნაწლავში ან ანუსში. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ბუასილს.
ბუასილი შეიძლება უსიმპტომოდ ან მცირე სისხლდენით ხანგრძლივად მიმდინარეობდეს. ეს არის ქრონიკული ბუასილის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე კვანძების ანთება ხდება ისე, რომ ისინი ნაწლავში გამოვარდება, მესამეზე კი ანუსიდან. ამ ეტაპებზე კვანძების უკან ჩალაგება შეიძლება მოხდეს დამოუკიდებლად, ხელის ნაზი მოძრაობით. მეოთხე ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება - აუცილებელია ოპერაცია. დიაგნოზს "მწვავე ბუასილი", ეწოდება მაშინ, როდესაც კვანძებში თრომბები წარმოიქმნება. მას შეიძლება ახასიათებდეს ან არ ახასიათებდეს ანთებითი პროცესები. მესამე ხარისხის მწვავე ბუასილის დროს, გარდა თავად კვანძებისა, ხდება კანქვეშა ქსოვილის ანთებაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია.
- ანორექტალური მიდამოს ტრამვები;;
- ორსულობა;
- არაბალანსირებული კვება: კვების რაციონში უჯრედისის ნაკლებობა, რომელიც იწვევს შეკრულობას;
- მძიმე ნივთების რეგულარული აწევა;
- ასაკი: დროთა განმავლობაში კუნთები და იოგები, რომელიც ბუასილის კვანძებს აკავებენ, სუსტდება;
- მემკვიდრეობა
«რელიფი ულტრა» შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს, რომელიც ებრძვის ანთებას, და თუთიის სულფატს, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. «რელიფი ადვანსი» ბენზოკაინით ბუასილის დროს მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ხსნის წვას და ქავილს. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სამკურნალო საშუალებას აქვს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობის დროს მწვავე ბუასილების მკურნალობის თავისებურებები
ყველა პრეპარატი არ არის დასაშვები ორსულობისას, დედასა და ნაყოფზე შესაძლო ზეგავლენის გამო. კორტიკოსტეროიდები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია ან გამოიყენება ჩვენებების მიხედვით მე-2 და მე-3 ტრიმესტრში. მალამო და სანთლები სისხლძარღვების შემავიწროებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, გამოიყენება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით, მაშინ როცა მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არის. უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ჩვევების შეცვლა. იმისათვის, რომ შემცირდეს სისხლის დაგროვება ჰემოროიდულ ვენებში და მოვხსნათ ანთება, ექიმი გვირჩევს:
- არ გაიჭინთოთ დეფეკაციის დროს
- არ იყოთ ხანგრძლივად ტუალეტში
- მჯდომარე სამსახურის დროს პერიოდულად დაკავდით ვარჯიშით - მაგალითად გაისეირნეთ რამდენიმე წუთის მანძილზე
- მიირთვით საკმარისი ოდენობით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული - ის პროდუქტები, რომელიც მდიდარია უჯრედისით;
- დალიეთ ბევრი წყალი - ეს განავალს ხდის უფრო რბილს და ხელს უშლის შეკრულობას;
- არ დატოვოთ უყურედღებოდ ტუალეტში შესვლის სურვილი, რათა დროულად და რეგულარულად მოხდეს ნაწლავების დაცლა3.
ბუასილის პროფილაქტიკა
1. მწვავე და ქრონიკული ბუასილით მოზრდილ პაციენტთა დიაგნოზისა და მკურნალობის კლინიკური რეკომენდაციები. - მოსკოვი 2013 წ.
2.ვორობიოვი გ. ი., შელიგინი იუ. ა., ბლაგოდარნი ლ. ა. ბუასილი: სახელმძღვანელო ექიმებისთვის. - მე-2 გამოცემა., შესწორებული და დამატებული - გამომცემლობა: მ.: ლიტერა, 2010/ - 200გვ.
3. არტურ სტაროსელსკი, ალეხანდრო ა. ნავა-ოკამპო, საბინა ვოჰრა, გედეონ კორენი. ბუასილი ორსულობის დროს // Can Fam Physician. 2008 თებერვალი; 54 (2): 189-190..
4. მაკაროვი ი.ვ., დოლგიხი ო. იუ. ბუასილი: სასწავლო სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, სტაჟიორებისთვის, კლინიკის ორდინატორებისა და ექიმებისთვის. - მ: გამომცემლობა «გეოტარ-მედია», 2013. -147გვ.
CH-20230512-103