რელიფი (RELIEF)
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება
არ არსებობს
სავაჭრო დასახელება
რელიფი
სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური მალამო
აღწერილობა
ყვითელი მალამო უცხო ნივთიერებების გარეშე, სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ფენილეფრინის ჰიდროქსიდი 2,5მგ/გ.
დამხმარე ნივთიერებები : მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), უწყლო ლანოლილი, ბენზოის მჟავა (E210), სიმინდის ზეთი, გლიცეროლი, ლანოლინური სპირტები, მყარი პარაფინი (58/60), ქონდრის ზეთი, ვიტამინი E, თეთრი ცვილი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სხვა საშუალებები ბუასილისა და ანალური ნახეთქების სამკურნალოდ გარეგანი მოხმარებისათვის. ათქ კოდი: C05AX.
ფარმაკოლოგიური თისებები
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტურ საშუალებას,ავლენს სისხლძრღვთა შემავიწროებელ მოქმედებას, რომელიც ამცირებს ექსუდაციას, ქსოვილების შეშუპებას, ანორექტალურ მიდამოში ქავილს.
მიღების ჩვენებები
როგორც სიმპტომური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების,პერიანალური ქავილის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად იდება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყველა მოქმედების შემდეგ). ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ თალფაქში.
12 წლამდე ბავშვებში – ექიმის მითითებით
დოზა, რომელიც გამოიყენბა ბუასილის თითმკურნალობისას მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში, დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს. (1გრ მალამო შიცავს 2,5 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს.)არ არის რეკომენდებული აღნიშნული დოზის გადაჭარბება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
გვერდით მოქმედებები
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: რეფლექტორული ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, მომატებული არტერიალური წნევა.
იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჯვარედინი ტიპის რეაქციები ალერგიული რეაქციების შემთხვევაში სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ქავილით, ანგიონევროტული შეშუპებით, კონტაქტური დერმატიტით.
ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, შფოთვის შეგრძნება, შემოტევის შესაძლო განვითარება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, კანზე გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადასცეთ პრეპარატის არასასურველ რეაქციებზე ინფორმაცია არასასურველ რეაქციათა (მოქმედებათა) მონაცემების ბაზაში, მათ შორის ინფორმაციაც სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
უკუჩენებები
პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის ტაქსისისტოლური დარღვევები, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის განვლადობის დარღვევები, თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან (მაო) ერთდროული მიღება ან ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში მისი ერთდროული მიღება.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღმისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ქონდეს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილებას.
ზედოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი და დისკომფორტი გული მიდამოში, გულისცემა, სუნთქვითი დარღვევები, ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, გაღიზიანება, ფსიხოზი ჰალუცინაციებით, საერთო სისუსტე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ოლიგურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, სახის სიწითლე, სიცივის შეგრძნება კიდურებში, პარესთეზია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის მიწოდების დაქვეითება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში,რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში სისხლის მიწოდების გაუარესება, მეტაბოლური აციდოზი, გულის მომატებული მუშაობა რაც განპირობებულია საერთო პერიფერიული წინააღმდეგობით. მკურნალობა სიმპტომურია.
უსაფრთხოების ზომები
პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, გულ-სისხლძარღთა დაავადებებით, დახურულკუთოვანი გლაუკომით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის დაავადებებით, კუჭქვეშ ჯირკვლის, შარდის გამოყოფის მოშლით (მაგალითად, პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში) სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ალერგიული ანამნეზი, მაშ შორის ალერგიული რეაქციები სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე.
პრეპარატის გამოყენების დროს უკანა ტანიდან უხვი სისხლდენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არ გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება სხვა სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებთან ერთად(მნიშვნელობა არ აქვს პრეპარატის შეყვანის გზებს), ასევე ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან ( ბეტა-ადრენობლოკატორები) ატროპინის სულფატი ბლოკავს ფენილეფრინისგან გამოწვეულ რეფლექტორულ ბრადიკარდიას და ზრდის ვაზოპრესორულ რეაქციას ფენილეფრინზე. ფენილეფრინის და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია და გამოკვეთილი ბრადიკარდია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის ბლოკადა.
სიფრთხილით ინიშნება სამკურნალო საშუალება რელიფი ფარისიბერი ჯირკვლის ჰორმონებთან მიმართებაში, პრეპარატებთან, რომელიც გავლენას ახდენს გულის გამტარობაზე, (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები) მისმა ერთდროულმა გამოყენებამ ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელიც იწვევს კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან (მაგ. ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები) შესაძლოა განაპირობოს ჰიპოკალიემიის გაზრდა და მგრძნობელობის დაქვეითება ისეთ ვაზოპრესორულ პრეპარატებზე , როგორიცაა ფენილეფრინი.
ფენილეფრინის სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამატებითი სტიმულაცია, რასაც თნ ახლავს აგზნებადობა, გაღიზიანება, უძლობა, კრუნჩხვითი შემოტევის შესაძლო განვითარება.
პრეპარატ რელიფის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ინჰიბიტორ მაო-ს მიღებისას ან ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობაში და ძუძუთი კვების დროს
სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
28,4გრ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფირმის-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება,
ბაიერ კონიუმერ კერ აგ
პეტერ-მერიან სტრასე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია
ფამარ ს.ა.
63, აგ. დიმიტრიუს ქ, 17456 ალიმოს, ათენი. საბერძნეთი
CH-20230512-103